ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სოკორი: ძალიან ვწუხვარ, როცა ვხედავ როგორ იქცა ჩემი მიშა სხვა მიშად

“ძალიან ვწუხვარ, როცა ვხედავ როგორ იქცა ჩემი მიშა სხვა მიშად”- ამის შესახებ “იმედს” ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსმა ვლადიმერ სოკორმა განუცხადა.

“დღეს მე ვხედავ მიშას, რომელიც კიევის ქუჩებშია გამოსული და მოითხოვს უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტს, იმ ქვეყნის პრეზიდენტს, სადაც ომია. ბატონ სააკაშვილს დესტაბილიზაცია შეაქვს უკრაინაში. მას არ აქვს კონკრეტული დღის წესრიგი. მას ამოძრავებს პირადი ამბიციები, პიროვნული ზიზღი და სიძულვილი. დღეს მე ვხედავ მიშას, რომელსაც ლევან გაჩეჩილაძე წლების წინ ახასიათებდა სიძულვილით სავსე პიროვნებად, რომელსაც არ ჰქონდა კონკრეტული პროგრამა და კონსტრუქციული მესიჯები” -განაცხადა სიკორმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მიკროავტობუსში დაკავებული სააკაშვილი მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს და ახლა ისინი რადას შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც აქცია მიმდინარეობს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით.

იტვირთბა....