ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

ლუცენკო: კიევში „რუსული ზამთრის“ სცენარი განეიტრალდა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ტელეარხ NewsOne-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა კიევში „რუსული ზამთრის“ სცენარი გაანეიტრალეს:

„ჩვენ შევძელით ძალისმიერი სცენარის განვითარების საფრთხის აღკვეთა. ვფიქრობ, ჩვენს სპეცსამსახურებს მადლობა უნდა გადავუხადოთ კიევში „რუსული ზამთრის“ მოსკოვში დაგეგმილი სცენარის ნეიტრალიზებისთვის“, – განაცხადა ლუცენკომ, რომლის თქმითვე, უკრაინაში სააკაშვილის ქმედებები მოსკოვის გეგმის მცირე ნაწილია:

„შემიძლია დავაანონსო, რომ გაგრძელება იქნება. სხვა ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსები ასევე ჩართულნი არიან უფრო სახიფათო თამაშებში და ჩვენ საზოგადოებას ამის შესახებ აუცილებლად მოვახსენებთ“, – განმარტა მან.

ბილდტი: ვინ დაიჯერებს რომ სააკაშვილი რუსეთის აგენტია?

იტვირთბა....