უკრაინის უშიშროების სამსახური ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიგურირებს. სატელეფონო საუბარი სააკაშვილის ხმით იწყება. ჩანაწერში საუბარია საბურავებზე.
როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება აქცენტს აკეთებს მოსალოდნელ საფრთხეებზე და სააკაშვილის გუნდის მხრიდან რევოლუციურ მზადებაზე.
მიხეილ სააკაშვილი კიევში რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. დაკავებულია მისი გუნდის რამდენიმე აქტივისტიც. მიკროავტობუსთან, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მისი ადვოკატი და მხარდამჭერები არიან მობილიზებულნი.