ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოფელ კარალეთში 70 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს: ცხედარს წამების კვალი ეტყობა

სოფელ კარალეთში 70 წლამდე ასაკის ქალბატონი, ახლობლებმა გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას სხეულზე წამების კვალი ეტყობა. გავრცელებული ცნობით, მომხდარი ძარცვას უკავშირდება. ქალბატონი სახლში მარტო ცხოვრობდა.

როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

იტვირთბა....