თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გამოძიება ეფექტურად და სამართლიანად უნდა მოხდეს.
“ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადაში სერიოზულ შედეგებს მივაღწიეთ. სამწუხაროდ, 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ნომერ 4-ში შეიკრიბა 51-ე სკოლის მე-11 კლასელები. მათთან ერთად იმყოფებოდა ამავე სკოლის მერვე კლასელი არასრულწლოვანი, რომელთა შორისაც კონფლიქტი მოხდა. ამ კონფლიქტში, არასრულწლოვანი მერვე კლასელის თხოვნით, ჩაერთნენ თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლის მოსწავლეები. სიტყვიერი დაპირისპირება მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რის შედეგადაც 2001 წელს დაბადებული არასრულწლოვანი, მრავალობითი ჭრილობების მიყენების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით დადგენილია ამ ფაქტის ჩამდენი და წაყენებული აქვს ბრალი და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მეორე ბრალდებული, რომელიც ასევე იდენტიფიცირებულია, მაგრამ ჯერ დაკავებული არ არის და მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. და ასევე 2001 წელს დაბადებული დავით სარალიძეს მკვლელობაში ბრალდებულიც იქნება დაკავებული.
ასევე ყველზე მნიშვნელოვანი, ამ პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკითხეს დაახლოებით 150 პირი, ესენი გახლდათ არასრულწლოვნების მშობლები, მათი ოჯახის წევრები ასევე მათი კანონიერი წარმომადგენლები. როგორც ფაქტი გვინდა დავადასტუროთ, რომ გამოძიებასთან თანამშრომლოვის სურვილი გამოთქვა ძალზედ მცირე ხალხმა. ეს არის ძალზედ სერიოზული პრობლემა და როგორც ჩანს ჩვენს საზოგადოებაში დანაშაულის აღქმა ჯერ კიდევ არ არის სწორი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შსს, ისევე როგორც განათლების სამინისტრო და საზოგადოევის სხვა წევრები, ამ მიმართულებით უნდა გადავდგათ სერიოზული ნაბიჯები, რამეთუ არასრულწლოვნებში დანაშაულის აღქმის შესაბამისი სწორი პოზიციები არსებობდეს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პარასკევს საღამოს დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გუშინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. შსს-მ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული დააკავადა მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.
16 წლის დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს. პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა საქალაქო სასამართლოს ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით უკვე მიმართა. დაკავებული მოზარდის გ.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება.