aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

16 წლის დაკავებული მოზარდის პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვნის საქმეზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, საქმის პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით უკვე მიმართა.

ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მიმართვიდან 24 საათის განმავლობაში კი სასამართლომ სხდომა უნდა ჩანიშნოს, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ გარდაცვლილი მოსწავლეების განზრახ მკვლელობისთვის ორიარასრულწლოვანი სისხლისსამართლის პასუხიმგებლობაში მისცა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პარასკევს საღამოს დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გუშინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. შსს-მ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული დააკავადა მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.

16 წლის დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს.

იტვირთბა....