ამ წუთებში, აეროპორტში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს.
დორის ლოიტჰარდი თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. სტუმრებს პრეზინდეტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ასევე საგარეო მრჩეველი თენგიზ ფხალაზე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დახვდნენ.
“ვიზიტი, თავისავად, უაღრესად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქარველოს და შვეიცარიას განსაკუთრებული პარტნიორობა აკავშირებთ. შვეიცარიას განსაკუთრებული როლი აკისრია საქართველოსა და რუსეთის თემატიკაში, აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა იქნება ოკუპაცია და ის პრობლემები, რასაც რუსეთის ფედერაცია უქმნის საქარველოს და რეგიონში უსაფრთხო გარემოს. გარდა ამისა უაღრესად მნიშვნელონია ორმხრივ ურთიერობაში ეკონომიკური კომპონენტი – შვეიცარიის დახმარება, რომელიც გამოიხატება, როგორც კონკრეტული პროექტების განხორციელებაში, ასევე ის გამოცდილება, რომელიც აქვს შვეიცარიას”, -განახადა პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძემ.
მიღების ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხვალ გაიმართება.
საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები შეხვედრებს გამართავენ, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
შვეიცარიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია აუდიენცია პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.
დორის ლოიტჰარდი საქართველოს ხვალვე დატოვებს.