ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ სიონის ტაძარში მიტროპოლიტი შიო წირვას აღავლენს

ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, 4 დეკემბერს სიონის ტაძარში წირვა აღევლინება, რომელსაც პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო აღავლენს.

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

სამების ტაძარში დღეს პატრიარქმა წირვა-ლოცვა აღავლინა. მრევლს ქადაგებით მეუფე დანიელმა მიმართა.

შეგახსენებთ, რომ ილია II-მ 23 ნოემბერს თავის მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა.

იტვირთბა....