ახალი ამბები მთავარი სამართალი

თავისუფლების მოედანზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა, – ინფორმაციას  და ფოტოებს სააგენტო „კვირა“ ავრცელებს.

“დაშავებული შუახნის ქალბატონია.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო – სამედინო ბრიგადები იმყოფებიან.
როგორც “კვირას“ თბილისის სასწარაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, პაციენტს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება, კონტაქტურია და იგი თბილისის პირველ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.”-ნათქვამია მასალაში.

იტვირთბა....