ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რამდენ მართვის მოწმობას ეკარგება იურიდიული ძალა 2018 წლიდან

მართვის მოწმობები, რომლებიც 2006 წლის 1 აპრილამდეა აღებული 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იურიდიულ ძალას კარგავს, ხოლო მართვის მოწმობები, რომლებიც 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდეა გაცემული, იურიდიულ ძალას 2028 წლის 1 სექტემბრამდე შეინაჩუნებენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოზე დაყრდნობით gurianews-ი იუწყება.

“გურია ნიუსი” დაინტერესდა თუ რამდენ მართვის მოწმობას გასდის ვადა 2018 წლის 1 იანვრისთვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან შესაბამისი მონაცემები გამოითხოვა.

მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2006 წლის 1 აპრილამდე მართვის მოწმობაა გაცემული და 2018 წლის 1 იანვრისთვის ძალა ამდენივეს ეკარგება.

როგორც სააგენტოში “გურიანიუსს” განუცხადეს, მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის მოქმედების ვადის გასვლამდე, ვადის გასვლის შემდეგ კი მძღოლებს ახალი მართვის მოწმობის აღება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარდგენილი ცნობის საფუძველზე შეეძლებათ და გამოცდის ჩაბარება არ დასჭირდებათ.

წყარო: gurianews.com

იტვირთბა....