ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: ჩემ მაცივარში “როშენის“ მოწამლული შოკოლადი, სეიფში კი ასაფეთქებელი ინახება

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოსგან გადაწყვეტილება მიიღო მისი ბინის ჩხრეკის შესახებ, – ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მიმართავს:

„ბოდიში, მეგობრებო, ვერ დაგელოდეთ, კონოტოპში გავემგზავრე ჩემს აგენტურულ საქმეებზე, რათა რუსეთის საზღვარზე ინსტრუქციები მივიღო. რათა გაგიადვილოთ ამოცანა, როდესაც შემოხვალთ ჩემთან, კარები იმავე გასაღებით შეგიძლით გააღოთ, რომელიც ჩემს მძღოლს „ყაჩაღებმა“ წაართვეს, რომლებმაც ის სადარბაზოში სცემეს და რომლის მეშვეობით თქვენ ათი დღის წინ კამერები დააყენეთ ჩემს ბინაში.
კარადაში შეუძლიათ ნახონ პოროშენკოს კორუფციულ სქემებზე გაზეთები, მაცივარში „როშენის“ მოწამლული შოკოლადი, ხოლო სეიფში კი ინახება ასაფეთქებელი, რომელიც მხოლოდ ბარიგებისთვის ფეთქდება.
რაც მთავარია, გასვლისას არ დაგავიწყდეთ შუქის ჩაქრობა, თორემ მას შემდეგ, რაც პეტრო პოროშენკო DTEK-ის თანამფლობელი გახდა, ელექტროენერგიაზე ტარიფები უფრო გაიზარდა, ვიდრე ეს ახმეტოვის დროს იყო“, – წერს სააკაშვილი.

იტვირთბა....