ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე აშენებული უნებართვო ნაგებობების დემონტაჟი დაიწყება”

თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე აშენებული უნებართვო ნაგებობების დემონტაჟი დაიწყება. ამ საკითხზე დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განმარტება ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გააკეთა. მისი თქმით, ყველა ის ადგილი, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, ან სხვა რომელიმე სამინისტროს კუთვნილებაში შედის, ყველა ამ სახლების დემონტაჟი მოხდება.

თუმცა მისივე თქმით, უშუალოდ დემონტაჟის დაწყებამდე საკითხს შეისწავლიან. რამდენ ნაგებობაზეა საუბარი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ  გიორგი ბაგრატიონი განმარტავს, რომ ასეთი მშენებლობები ყველა უბანშია.

„ყველა ის ადგილი, რომელიც არის მუნიციპალიტეტის საკუთრება, ან ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, ანუ სახელმწიფო მიწის კატეგორიას მიეკუთვნება, მათზე უნებართვოდ აშენებილი სახლების დემონტაჟს დავიწყებთ”, – აცხადებს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი.

 

 

იტვირთბა....