ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

2018 წლის I იანვრიდან ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდება

2018 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდება.

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილე, ციენ ქემინგთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა.

შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავარ ასპექტებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ დაასტურა, რომ თავისუფალი ვაჭრობა პირველი იანვრიდან ძალაში შევა ჩინეთის ტერიტორიაზე.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა სულ რაღაც ორი კვირის წინ აღნიშნულ შეთანხმებას რატიფიკაცია გაუკეთა, ხოლო დღეს ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ასევე დაგვიდასტურა, რომ თავისუფალი ვაჭრობა პირველი იანვრიდან ძალაში შევა ჩინეთის ტერიტორიაზე“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

იტვირთბა....