ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობა ნინო ლომჯარიას დახურულ ფორმატში უსმენს

საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

უმრავლესობის სხდომა დახურულ ფორმატში წარიმართება, სადაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ ნინო ლომჯარიას უსმენენ.

დეპუტატებმა ნინო ლომჯარიას მთელი დღის განმავლობაში კომიტეტების ფორმატში მოუსმინეს.

საკანონმდებლო ორგანო ლომჯარიას კანდიდატურაზე მიმდინარე სასესიო კვირას იმსჯელებს, რომელსაც პოსტზე დამტკიცებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

იტვირთბა....