ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლების მქონეთა ჩამონათვალს სუს-ი და სდსს დაემატება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსსს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება ექნებათ.

აღნიშნულს, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტის თანმდევია.

მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, საქართველოს მთავრობის წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს სახალხო დამცველს, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს მათი თანამდებობაზე არჩევისთანავე/დანიშვნისთანავე.

იტვირთბა....