ომბუდსმენობის კანდიდატს, ნინო ლომჯარიას ფარულ კენჭისყრაზე მხარი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაუჭირა. შვიდმა დეპუტატმა ნინო ლომჯარიას ხმა მისცა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტიები ესწრებოდნენ, ოპოზიციის გამოკლებით.
ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა უმრავლესობამ დაასახელა.
ნინო ლომჯარიას ვუსურვებ, თამარ ჩუგოშვილისნაირი ტრანსფორმაცია არ განიცადოს-ლია მუხაშავრია