ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების სხდომა მიმდინარეობს

ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების სხდომა დაიწყო.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა, სხდომაზე უმრავლესობა სამთავრობო ცვლილებებს, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს, ასევე უსაფრთხოებისა და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ თემებს განიხილავს.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მთავრობაში დაგეგმილ სტუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა.

დეპუტატებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ 1000 გვერდამდე მოცულობის კანონპროექტი კვირის ბოლომდე დაჩქარებული წესით განიხილონ და მიიღონ.

სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტიდან გამომდინარე ცვლილება სავარაუდოდ 112 კანონში შევა.

პრემიერმინისტრმა მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ 13 ნოემბერს გამოაცხადა.

ხვალ კი პარლამენტი უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის ტარიფს განიხილავს.

იტვირთბა....