დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსის ცირკულაცია ლაბორატორიულად ჯერ არ გამოვლენილა. როგორც მან განაცხადა, საზოგადოებაში იზრდება აცრის კულტურა, სამიზნე პოპულაციების თითქმის 85% აცრილია და ასევე აქტიურობს კერძო სექტორიც.
” ვაკვირდებით სიტუაციას, წარმატებით მიმდინარეობს აცრები. სამიზნე პოპულაციების თითქმის 85% აცრილია. აცრის კუთხით როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორიც აქტიურობს. ჩვენ გვაქვს ე.წ. ზედამხედველობის ქსელი ანუ ვაკონტროლებთ ქვეყანაში ვირუსების ცირკულაციას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი რეკომენდაციებითაც მიმართავს მოსახლეობას – მთავარი გზავნილებია: აცრის გაკეთება, ჰიგიენური ნორმების დაცვა – ხელის ხშირი დაბანა, ხშირი განიავება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, მაღალი ტემპერატურის შემთვევაში ექიმს მიმართონ.
იტვირთბა....