ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ანა ნაცვლიშვილი: მჯერა, რომ ნინო ლომჯარია კარგი სახალხო დამცველი იქნება

ანა ნაცვლიშვილი ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დადებითად აფასებს.

“სამწუხაროა ის, რომ ვერ მოხერხდა ისეთი პროცესის უზრუნველყოფა, რომელიც იქნებოდა რეალური პროცესი და რომლის ყველა ეტაპი იქნებოდა გამჭვირვალე. რაც შეეხება ნინოს კანდიდატურას, მე მჯერა, რომ ის იქნება კარგი სახალხო დამცველი. ძალიან დიდი და საპასუხისმგებლო პოზიციაა და მინდა, წარმატებები ვუსურვო მას. უნდა შეფასდეს ადამიანი, მის მიერ რა არის გაკეთებული ადამიანის უფლებების სფეროში, მისი წინა პოზიციები, მისი ხედვები და არა ასეთი მოტანილი იარლიყები,” – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება.

იტვირთბა....