ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის სასწრაფო დახმარება ხანძრის სალიკვიდაციოდ გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის სამაშველო ჯგუფებს ელოდება

აჭარის სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

ამ დროის მონაცემებით, სასტუმრო ”ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილია ოთხი მოქალაქე, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

დაშავებულია 10 ადამიანი, მათგან რვას კვამლისგან ინტოქსიკაცია აღენიშნება, ორ დაშავებულს კი სხეულის მცირედი დაზიანება აქვს. დაშავებულებს შორის არის 3 სამაშველო სამსახურის თანამშრომელი. ისინი ბათუმის ოთხ სხვადასხვა კლინიკაში არიან მოთავსებულნი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ხანძასრთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გააკეთა.

ხანძრის გამოწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავდა 10 ადამიანი, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, რომელთა ცხედრები ბათუმის სამხარაულის სახელობის პროზექტურაშია გადასვეებული. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სამაშველო სამსახურის 16-მდე მანქანა და 100-მდე მეხანძრე მაშველი.

იტვირთბა....