პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ მიტროპოლიტ შიო მუჯირთან შეხვედრა უკვე დასრულდა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მისი თქმით, გადაწყვეტილება მეუფის უფლებამოსილების შესახებ, წერილობით გამოქვეყნდება.
მედიასთან კომენტარი გააკეთა დეკანოზმა ანდრეა ჯაღმაიძემ, მისი განცხადებით ყველანი პატრიარქის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
ცნობისთვის, მიტროპოლიტი შიო მუჯირი საპატრიარქოში დღეს მივიდა. არსებული ინფორმაციით, საპატრიარქო განცხადებას ილია მეორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიო მუჯირის დანიშვნას ეხება, უახლოეს მოამავალში გამოაქვეყნებს. ამ განცხადებაში ასევე განიმარტება მოსაყდრის უფლება-მოვალეობები.
შეგახსენებთ, რეომ გუშინ პატრიარქმა საკუთარ მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.