საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამართალდამცველების მოსანახულებლად თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში მივიდა. როგორც ცნობილია, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი სპეცრაზმელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დაიჭრა.
პრემიერთან ერთად შს მინისტრი გიორგი გახარია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრებულ რამდენიმე სავარაუდო ტერორისტთან. სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 2 დაიჭრა. სუს-ის ინფორმაციით, ბინაში გამაგრებული 3 ტერორისტი ლიკვიდირებული, ხოლო 1 დაკავებულია.