საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ საკუთარ ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ხელისუფლებას მოსახლეობის მიმართ დამოკიდებულების დახვეწისკენ მოუწოდებს:
“სავარაუდო ტერორისტის ყოფნა, ტერორიზმს ჯერ არ ნიშნავს! ექსპერტებს შეუძლიათ ივარაუდონ, მაგრამ ხელისუფლება რომ გვყავს უნდა დაგვამშვიდოს მაინც…
ამ წუთის მდგომარეობით, რასაც ვკითხულობ პანიკის საწყისია. ტერორიზმის საფრთხის იდეა მძლავრობს ქვეყანაში.
ანუ მეტეოში არ უნდა ჩავიდეთ?
ხვალ გიორგობაა ხალხმრავალ ადგილთა სიმრავლე იქნება, უნდა ვერიდოთ?
ასეთი 100 კითხვა შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს.
ეს ძალიან სახიფათო მომენტია.
პრემიერი, პრეზიდენტი – თუ აწვდიან ინფოს
პარლამენტის თავმჯდომარე
მინიმუმ ორი მინისტრი,
ასობით სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირი, ხალხის რჩეულები…
სწორედ სიმშვიდის შენარჩუნებაზე, იმედია მიცემაზე, რეალობაზე უნდა ელაპარაკებოდეს ხალხს მინიმუმ ბოლო 10 საათის მანძილზე
ეს დუმილი ბათუმის მოვლენების დროსაც მიუღებელი იყო, მაგრამ ახლა, უბრალოდ დანაშაულის ტოლფასია…”
შეგახსენებთ, 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრებულ რამდენიმე სავარაუდო ტერორისტთან. სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 2 დაიჭრა. წინასწარი ინფორმაციით ბინაში გამაგრებული ყველა სავარაუდო ტერორისტი ლიკვიდირებულია.