სპეცრაზმი ამ წუთებშიც ცდილობს დააკავოს ეჭვმიტანილები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. როგორც ირკვევა ეჭვმიტანილებმა ცეცხლი გახსნეს სპეცრაზმის მიმართულებით. ამ წუთებში უკვე დაკავებულია რამდენიმე ეჭვმიტანილი და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.
თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, პოლიციას დაახლოებით 200 მეტრის ყვითელი ლენტი აქვთ გადაჭიმული ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, სპეცოპერაციას უსაფრთხოების სამსახური ატარებს და ცდილობს დააკავოს კიდევ რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ, რომლებიც ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილები.
ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ რაიონში ელექტროენერგია უკვე 3-ჯერ გამოირთო და ჩაირთო.
ადგილზე მობილიზებულია ათეულობით პოლიცია და სახანძრო.