ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტობისთვის ვლადიმერ ჟირინოვსკი იბრძოლებს

ვლადიმერ ჟირინოვსკი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

რუსეთის პრეზიდენტობისთვის, ქსენია სობჩაკის გარდა, კიდევ ერთი კანდიდატი იბრძოლებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ ვლადიმერ ჟირინოვსკის კანდიდატურა წამოაყენა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ჟირინოვსკის კანდიდატურას პარტიის უმაღლესმა საბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა. საბჭომ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

ჟირინოვსკი 2000-2011 წლებში სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავდებდა. ის ასევე არის ევროპის საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს წევრი და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხუთჯერ 1991, 1996, 2000, 2008 და 2012 წლებში მონაწილეობდა.

იტვირთბა....