რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ლომბარდი გაძარცვეს. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია ფული და მობილური ტელეფონები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით აღიძრა, რაც ძარცვას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, დამნაშავე პირების დაკავების მიზნით, სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.