თურქეთში, ქალაქ თექირდაღში, სუპერმარკეტში ქურდობისთვის საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
თურქული მედიის ცნობით დაკავებულებს ზურგჩანთები ისე ჰქონდათ, რომ მაღაზიიდან გასვლისას სიგნალიზაციის სისტემას მოპარული ნივთები არ დაეფიქსირებინა. თურქული მედია ზურგჩანთის ფოტოსაც ავრცელებს, რომელშიც ე.წ „ფოლგაა“ ჩაფენილი.