ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მას facebook გვერდი გაუტეხეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მას facebook გვერდი გაუტეხეს. როგორც ოდესის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, მისი გვერდიდან ის განცხადებები, სადაც პოროშენკოს ადანაშაულებდა ადამიანების გატაცებაში, წაშალეს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ქართველების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ წერდა, რომ ოპერაციას პირადად უკრაინის პრეზიდენტის დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა და ქართველების დეპორტირებას საქართველოსა და უკრაინის სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციად აფასებდა.

იტვირთბა....