ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში საეჭვო გარემოებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მაზლმა, რომელმაც ნათესავის დაკრძალვის დღეს თვითმკვლელობა სცადა, ფსიქიატრიული კლინიკა დატოვა. ფაქტი „ნიუპოსტს“ ეკა ნაქევხრიშვილის ქმარმა გია გურასპიშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, ძმა საკუთარ სახლში იმყოფება, თუმცა მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
„გამოწერეს, არ მინახავს და არც მაინტერესებს… ალბათ, საკუთარ სახლშია,“ – უთხრა „ნიუპოსტს“ გურასპაშვილმა, რომელიც ძმას მკვლელობასა და ძალადობაში ადანაშაულებდა.
დღეს კი ჩვენთან საუბრისას გურასპაშვილი ამბობს, რომ სანამ ექსპერტიზის პასუხები არ იქნება, ძმას მძიმე დანაშაულში ხელს ვერ დაადებს.
„ჩემი განცხადება იყო, მაგრამ სანამ ექსპერტიზის პასუხები არ იქნება, ხელს ვერავის დავადებ,“- აღნიშნა გურასპაშვილმა.
24 წლის ეკა ნაქევხრიშვილის საქმის გამოძიება ამ დრომდე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს და საქმის გადაკვალიფიცირება არ მომხდარა.
გარდაცვლილი ქალის ოჯახი მედიასთან აღარ კონტაქტობს. სოფელში კი ეჭვობენ, რომ ქალი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი თოკზე დაკიდეს.
საქმით მესამე სექტორიც არის დაინტერესებული. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გარდაცვლილის 3 წლის ბავშვის ოჯახისგან განრიდებას ითხოვს, რომელიც ამ დრომდე ბებიასა და მამასთან რჩება.
ორი შვილის დედა, 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილისაეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დედამთილმა იპოვა. გარდაცვლილის მეუღლე სახლში არ იმყოფებოდა. რძალთან უსიამოვნების გამო, შინ არც დედამთილი იყო.
ეკა ნაქევხრიშვილის დაკრძალვის დღეს, თვითმკვლელობა სცადა მისმა მაზლმა. ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოძიება ჯერჯერობით დუმს.
newposts.ge
შეგახსენებთ, 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ერთ-ერთი ვერსიით, მას ოჯახის წევრებთან, მათ შორის დედამთილსა და მაზლთან კონფლიქტი ჰქონდა.