ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გული არ გამისკდეს ემოციებით”: რა მოხდა გალაქტიონის დაბადების დღეზე ქალთა კოლონიაში

გალაქტიონის დაბადების დღეზე, ქალთა კოლონიას სტუმრები ჰყავდა, მათ შორის იყო მარიამ წიკლაური, რომელიც საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. ის ემოციურად ყვება კოლონიაში არსებულ მდგომარეობას და მადლობას უხდის შეხვედრის ორგანიზატორებს.

“იმდენი რამე უნდა მოვყვე, რომ გული არ გამისკდეს ემოციებით და მიგდეთ ყური. დღეს გალაკტიონის დაბადების დღე ქალთა კოლონიაში ლიტერატურული კომპოზიციით წარმოგვიდგინეს იქ მყოფმა ქალბატონებმა სტუმრებს. როგორ მინდა, რომ იქ რაც ვნახე, ზუსტად გადმოგცეთ და გაგიზიაროთ. მაგრამ უძლური ვარ. რომ იცოდეთ, რა ქალბატონები გავიცანით, როგორი მოტივირებულები, როგორი ნიჭიერები, როგორი მონდომებულები და რაც მთავარია, რეალიზებულები, იმედიანები. და როგორ პირობებში ცხოვრობენ და იხდიან სასჯელს, ეს არის სრული სასწაული!

ვნახეთ დედათა და ბავშვთა კორპუსი, არაჩვეულებრივი 4 პატარა ბავშვითიქ დაბადებულები, რომლებზეც ყველანაირად ზრუნავს სახელმწიფო, ვნახეთ სახელოსნოები, სამკერვალოები, ტრენაჟორები, დასასვენებლები, კორპუსები და ბიბლიოთეკა და ყველა ჯერზე გაოცებული ვრჩებოდი, როგორ შეიძლება კარგი ხელმძღვანელობის მიზანმიმართულმა შრომამ შედეგი გამოიღოს ყველაზე რთულ სფეროშიც. იცით როგორი სილამაზის სალონი აქვთ ქალებსგაოცდებით. თავად მუშაობენ სტილისტებად, მკერავებად, აკეთებენ არაჩვეულებრივ ნივთებს თექისგან, ნაქარგობებს, სამკაულებს, აქსესუარებსდარეგისტრირებულები არიან როგორც ინდმეწარმეები და ერიცხებათ თავიანთი ნამუშევრების გაყიდვის საფასური, როგორ მღერიან, როგორ გამოიყურებიან, როგორ აცვიათდა როგორც უყვართ ლექსი და სიმღერა,

ოხ, გალაკტიონ, თავად მეფე პოეტის უკიდეგანო ფანტაზიაც ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მას აქ და ასე ქალბატონები გადაუხდიდნენ დაბადების დღეს.

ჩემო საქართველო, ამ კოლონიაში 250-მდე სხვადასხვა ასაკის ქალია და როგორც ჩანს, ქართველ ქალში გენეტიკურად თითქმის არ არსებობს კრიმინალისადმი მიდრეკილება, ეს ქალბატონები უფრო, ალბათ, არსებული რეალობის მსხვერპლნი არიან, იმ დაუნდობელი ცხოვრებისა, რომელსაც სხვადასხვანაირად ვუმკლავდებით ჩვენ ყველანი. მინდა მქონდეს ჯადოსნური ჯოხი და ეს ქალები და სრულიად ახალგაზრდა გოგონები, თავიანთ სახლებში დავაბრუნო, საკუთარ ოჯახებში. მერე რა, რომ ისინი კიდეც მუშაობენ, შეკვეთები აქვთ, ხელფასს იღებენ, ხვდებიან ახლობლებს არაჩვეულებრივ სასტუმროს ტიპის ინდივიდუალურ ოთახებში 23 საათიან პაემნებზე წელიწადში სამჯერ და მეტჯერაც, აქვთ არაჩვეულებრივი კვება, სამედიცინო მომსახურება, ითვალისწინებენ მათ მიდრეკლებებს, ნიჭს და აძლევენ სრული რეალიზაციის საშუალებას, ასწავლიან, ეუფლებიან ახალ პროფესიებს და . და ათასი მადლობა მათ ხელმძღვანელებს და დირექტორსმაინც მინდა ეს ლამაზი, და გონიერი ეს იმედიანიმხნე და გაუტეხელი ქალები ერთი დიდი ამნისტიით უცებ სახლში აღმოჩნდნენ.

მადლი იყო ჩემი ცოდვილი სულისთვის მათ გვერდით ყოფნა დღეს და მათი მოფერება, გამხნევება. გაიხარეთ თქვენ, ქალბატონ ლეილა აფციაურო და ქალბატონო ნესტან ვერულაიშვილო, ჩვენო ლანა, ბატონო ზაზა, ყველას გიცხადებთ მადლობას, რომ საშუალება მოგვეცით მათ გვერდით ყოფნისა.

მე მიყვარს ჩემი საქართველო, რომელსაც შეუძლია, ასეთი ღირსებით მოახდევინოს სასჯელი პატიმარსუკვე მერამდენე დაწესებულება ვნახეთცოცხალმა წიგნებმადა მუდამ ვგრძნობთ, რა წესრიგია ამ ურთულეს უბანზე. ბევრი ვწერე და მაინც მგონია, ვერ ვთქვი ძირითადი და ვერც ყველაფერი, რითაც გავივსეთ დღეს იქ მისული სტუმრები.

ღმერთმა მოგვცეს ძალა სინანულის, სიყვარულის, სიკეთის. და გაგვიძლიეროს ჩვენი ქვეყანა! იქ სადაც ციხე ამ მდგომარეობაშია, გარეთ ხომ უფრო ადვილ უნდა იყოს ადამიანებისთვის ნორმალური ცხოვრების შექმნა და პრობლემების მოგვარება. გმადლობ, გალაკტიონ ტაბიძევ, რომ შეგვყარე დღეს ერთად და შენი საოცარი პოეზიით გვალაპარაკე და გაგვაძლიერე…. იმედია, მალე უკვე სხვა მწერლებით ახალი შეხვედრებიც მოეწყობა მათთან. ღმერთო, დიდება შენ, რომ ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ ასეთი შექმენიმომავლის მოიმედე!

და ციხის ულამაზესმა დირექტორმაც ზეპირად იკითხა გალაქტიონი, გოგოებმა ხო იკითხეს კი არადაიმღერეს კი არადა, “დახურესსაერთოდ, არ ვიცი, არ ვიცი, რა ვთქვააღარც ვიციეს იყო ჩემთვის შოკიდა ამდენ ახლაგზრდა ულამაზეს გოგოს რა უნდა იქღმერთო, ნურავის მოუვლენ მსგავს განსაცდელს, ცხოვრება არის სასწაული….
საქართველო ყველაფერს შეძლებსთუ ამის ნება იქნებაყველაფერს!!!! აიამაში დავრწმუნდი დღეს”!

იტვირთბა....