ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის ახალი მთავრობის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

დედაქალაქის ახალი მთავრობის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. სხდომაზე სტრუქტურული რეფორმები და საკადრო ცვლილებები განიხილება.

ქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, საკადრო ცვლილებები შეეხება მერიის დაქვემდებარებაში არსებულ რამდენიმე უწყებას, მათ შორის არქიტექტურის, ქონების მართვისა და სატრანსპორტო სამსახურებს.

დღესვე გახდება ცნობილი ვინ დაიკავებს ბაღების მართვის სააგენტოს ვაკანტურ თანამდებობას. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე 2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის საკითხიც განიხილება.

„დედაქალაქის მერი აგრძელებს კონსულტაციებს ფინანსთა სამინისტროსთან, იმისათვის რომ გაიზარდოს დედაქალაქის ბიუჯეტი. ასევე უნდა მოხდეს ამ ბიუჯეტის ისე გადალაგება, რომ მოერგოს იმ წინასაარჩევნო პროგრამას, რომელიც ჩვენ მოსახლეობას წარვუდგინეთ”,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

იტვირთბა....