ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დღეს თბილისის ბაგა – ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად კახაბერ გვანცელაძე დაინიშნება

დღეს თბილისის ბაგა – ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად კახაბერ გვანცელაძე დაინიშნება, რომელსაც თბილისის ახალი მერი, კახა კალაძეს წარადგენს.

გვანცელაძე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას დროს დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 13 ნოემბერს დატოვა.

იტვირთბა....