ფოთის პორტში იმყოფება უკრაინიდან დეპორტირებული “რუსთავის 2”-ის ოპერატორის თამაზ შავშიშვილის მამა.
გიორგი შავშიშვილი ბორანს ელოდება, რომელზეც გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები არიან.
ბორანი პორტში 20:00 საათზე ჩამოდგება.
“წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, მოვედი იქნებ იყოს ჩემი შვილი ამ ბორანზე და შევხვდე. ამ სამი დღის განმავლობაში კონტაქტი არ გვქონია, რაც დააკავეს თუ რა ქნეს არ ვიცი. მეუღლემაც არაფერი არ იცის,ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ. მედიის მეშვეობით შევიტყვე, რომ ჩემი შვილიც შესაძლოა იმყოფებოდეს უკრაინიდან მომავალ ბორანზე და ერთ საათზე მეტია ველოდები”,- აღნიშნა თამაზ შავშიშვილმა.
ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები 17 ნოემბერს ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ქვეყნიდან გამოაძევეს. დეპორტაციის მიზეზად სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელდება.