შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ბესიკ ამირანაშვილი უხელმძღვანელებს.
“ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.
ამირანაშვილი 2008-2012 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.
2012-2013წწ. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2013-2014წწ. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, 2014-2015წწ. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, 2015 წელს შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი, 2015-2016წწ. შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, 2016-2017 წლებში კი ბესიკ ამირანაშვილი იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.
ბესიკ ამირიანაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს”,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.