ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უდუმაშვილი: ხელისუფლების სირცხვილია, როდესაც საკუთარი მოქალაქეების ბედით არ ინტერესდება

ზაალ უდუმაშვილი უკრაინაში დაკავებულ და შემდეგ დეპორტირებულ საქართველოს ცხრა მოქალაქის საქმეს ეხმაურება.

“ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს იმ ქართველებზე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ უმოწყალოდ გაიტაცეს უკრაინის ძალოვანებმა და მათი ადგილსამყოფელის დადგენაც კი ვერ ხდებოდა. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შესახებ, თუმცა კონკრეტული ხელჩასაჭიდი, როდის ჩამოვლენ საქართველოში, როდის ჩამოიყვანენ და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ არის. ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი, რომ მისი მოქალაქეების ბედით არ ინტერესდება,” – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

მედიაში გავრცელდა პრემიერ-მინისტრის მცირე კომენატრი, სადაც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობს.

იტვირთბა....