თბილისის მერი, კახი კალაძე კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტარს აკეთებს.
ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
“მთლიანობაში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია ძალიან მძიმეა. მეც და ბევრ მოქალაქესაც არ მოგვწონს ის შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც აშენებულია, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივიდეთ, დავანგრიოთ და ხალხი გარეთ გამოვიყვანოთ?! ეს არის კერძო საკუთრება. სამწუხაროდ, რაც აშენდა და გაკეთდა იმას ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ მომავალში მშენებლობები და ნებართვების გაცემა რადიკალურად განსხვავებული იქნება ყველა მიმართულებით”,-აღნიშნა კახა კალაძემ.