რუსთავში, ყოფილ #4-ე საერთო საცხოვრებელში, რომელიც შარტავას გამზირზე მდებარეობას, ხანძარი გაჩნდა.
როგორც ცნობილი გახდა, ცეცხლი ჩართულ სარეცხის მანქანას გაუჩნდა.
კორპუსში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველები.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.