უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი პირად მძღოლზე თავდასხმასა და ცემაში ადანაშაულებს. სააკაშვილი, საკუთარი “facebook”-ის გვერდზე წერს, რომ მას თანმხლები, ერთადერთი, პირადი მძღოლი დარჩა, რადგან ბოლო ერთი თვის განმავლობაში მისი გარემოცვის, თითქმის, ყველა წევრის უკრაინიდან დეპორტაცია განხორციელდა.
მიხეილ სააკაშვილისვე ცნობით, მძღოლს სახლის სადარბაზოსთან ორი სპორტული აღნაგობის უცნობი დახვდა და სასტიკად გაუსწორდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.
სააკაშვილი, ასევე, ამბობს, რომ მას მუდმივად უთვალთვალებს ორი მანქანა.

