ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

დავით მათიკაშვილი: მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ლარის სტაბილურობა შენარჩუნდეს

მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი ეროვნული ვალუტის გაუფასურების თემას ეხმაურება.

“რამდენიმე ხნის წინ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, როცა ლარი გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, აუცილებლად განახორციელებს ინტერვენციას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ შესაბამისი სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული. ეს ასე იქნება. აუცილებლად დასტაბილურდება ლარი. საქართველოს ეროვნულო ბანკი თავის ფუნქციას შეასრულებს და მთავრობა – თავისას. მე მჯერა, რომ ჩვენ ამ პრობლემის წინაშე არ დავდგებით,” – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

იტვირთბა....