ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

წალენჯიხაში აფეთქების შედეგად ახალგაზრდა დაშავდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 24 წლის ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას ხელში უცხო ნივთიერება აუფეთქდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც ცნობილი გახდა, პაციენტს ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარდა.

შსს-ს ინფორმაციით, რა მუხლით აღიძვრება საქმე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია.

იტვირთბა....