ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1998 წელს დაბადებული გ.ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სენაკის რაიონის სოფელ ქვალონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს დანის მუქარით მისი კუთვნილი მერსედესის მარკის ავტომობილი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ცხელ კვალზე ჩატარებული მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გ.ა. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით)”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....