სირიის ქალაქ დარ ელ-ზავრში მომხდარ ტერაქტს 20 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.
დაშავებულთა რიცხვი 30-მდე მერყეობს.
წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული.
როგორც ცნობილია, ადგილს, სადაც ტერაქტი მოხდა, “სირიის დემოკრატიული ძალები” აკონტროლებენ.