ბათუმში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სამედიცინო ცენტრ “ინტერმედიკასთან” მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, დედას შვილი ქუჩაზე გადაჰყავდა, რა დროსაც ბავშვი ხელიდან გაუსხლდა და გზაზე გადაირბინა.
მოსახლეობის შეტყობინებისთანავე, ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა.
ბავშვი, იქვე მდებარე, კლინიკა “ინტერმედიკაში” შეიყვანეს. ის კონტაქტური იყო. მოგვიანებით კი, დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ წუთებშიც შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. ავტომობილის მძღოლი არ მიმალულა. შესაბამისად, პოლიცია მასთან დაკითხვას აწარმოებს.