ბათუმში, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
ამის შესახებ ინფორმაციას “აიპრესი” ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი, 30 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც, სასწრაფო დახმარების დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ განაცხადა, დაშავებულს ქვედა კიდურისა და თავის ქალის ტრამვა აქვს მიღებული. პაციენტი კონტაქტური იყო და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება.