ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავითაშვილი: ფაროსანასთან ბრძოლაში ლაბორატორიული პოტენციალის გაზრდა არის პირველი ამოცანა

დეკემბერში საქართველოში უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით შეკრება გაიმართება. შეკრებაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებს განიხილავენ.

“ფაროსანასთან ბრძოლა ზამთარში ვერ განხორციელდება, რადგან ეს არის მიძინებული პერიოდი და ფიზიკურად მისი მიკვლევა შეუძლებელია. სამინისტრო ფიტოსანიტარული სამსახურის გაძლიერების მიზნით მუშაობს ისე, რომ მომავალი სეზონისთვის უფრო დიდი შესაძლებლობებით დავხვდეთ. შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენთან არიან დონორებიც და ამაზე მუშაობა მიდის ყოველდღიურად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც გავაძლიერებთ აუცილებლად, ეს არის ზოგადად სამეცნიერო მიმართულება, მათ შორის ბიოლოგიური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობის განხილვა და ამ მხრივ ლაბორატორიული პოტენციალის გაზრდა არის პირველი ამოცანა სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, 2016 და 2017 წელს ჩვენთან ერთად ჩართული იყვნენ გეგმის შემუშავებაში უცხოელი წამყვანი ექსპერტები და რეგულარულად გვაქვს მათთან მუშაობა ახლაც. დაახლოებით დეკემბრის პირველ კვირაში ჩვენ გვექნება დიდი შეკრება, სადაც ევროპელი, ამერიკელი მეცნიერები და აზიელი მეცნიერები ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას და საბოლოოდ 2018 წლის გეგმის დასრულებაზე ვიმსჯელებთ, რათა ბოლო დეტალები შეჯერდეს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან”, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

იტვირთბა....