ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აფხაზეთში რუსეთის საელჩო რუსული პასპორტების გაცემას იწყებს

დე-ფაქტო აფხაზეთში რუსეთის საელჩომ რუსული ბიომეტრიული პასპორტების გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მიღება უკვე დაიწყო.

სოხუმში მოსკოვის წარმომადგენლობის მდივანმა ტურალ ჯავადოვმა ამის შესახებ “სპუტნიკ აბხაზიასთან” საუბარში აღნიშნა.

ტურალ ჯადოვის განცხადებით, რუსული ბიომეტრიული პასპორტები მნიშვნელოვნად გაამარტივებს უცხოეთის და მათ შორის შენგენის ზონის ქვეყნებში გასამგზავრებლად საჭირო პროცედურებს.

რუსული პასპორტი 10 წლის ვადით გაიცემა. ხოლო, ჩვეულებრივი საზღვარგარეთის პასპორტის მოქმედების ვადა მხოლოდ 5 წელია. უშუალოდ დოკუმენტის გაცემის ვადა სამი თვეა.

შეგახსენებთ, რომ რუსული ბიომეტრიული პასპორტის მიღება შეუძლია აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც თან უნდა იქონიოს დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა (გვარის გამოცვლის შემთხვევაში) და შრომის წიგნაკი.

ბიომეტრიული პასპორტის ღირებულება 14 წლამდე ბავშვებისათვის 2600 რუბლია. რაც შეეხებათ ზრდასრულებს, მათთვის რუსული პასპორტი 5200 რუბლი ღირს.

იტვირთბა....