ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სააკაშვილი: “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს უკრაინიდან დეპორტაცია რუსების მოთხოვნით გაუკეთეს

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს კიევში საცხოვრებელი სახლიდან რუსთავი 2 -ს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი გაიტაცეს. როგორც სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირ ეთერში განაცხადა შავშიშვილს თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ხელბორკილები დაადეს და სავარაუდოდ აეროპორტში დეპორტაციისთვის წაიყვანეს.

სააკშვილის თქმით, კიევში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლებს დევნიან და ებრძვინა იმ ჟურნალისტებს ვინც ანტირუსულ კამპანიაში მონაწილეობდა პუტინის დაკვეთაა. სააკშვილი ამბობს, რომ პუტინის დაკვეთაა მისი დაპატიმრება და შესაძლოა შემდეგი ვისაც დაიჭერენ ის იყოს. სააკაშვილი ამბობს რომ მას ამის არ ეშინია.

,,მე ახლა ჟულიანის აეროპორტში ვიმყოფები, საქმე ის არის რომ 40 წუთის წინ სახლიდან გაიტაცეს უმსხვილესი ტელეკომპანიის რუსთავის 2 -ის ჟურნალისტი და ოპერატორო თამაზ შავშიშვილი, რომელიც აქ ბევრი წლაბია მუშაობდა. მას ჰქონდა უკრაინის ინფორმაციის სამინისტროს აკრედიტაცია. ის ასევ აშუქებდა ჩემს საქმიანობას და მისი გატაცება სწორედ ამას უკავშირდება. თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ხელბორკილები დაადეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მაგრამ მე მოვედი აეროპორტში, რადგან წინა შემთხვევებში გატაცებულები აქ მოიყვანეს. ჩემი დაცვის წევრები ზურაბ ცინცაძე და ორი მებრძოლი, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში იბრძოდა. ასე ეპყრობა ამ ადამიანებს მატყუარა და მშიშარა პრეზიდენტი, რომელსაც ფეხებზე კიდია რომ აქ ადამიანები იბძოდნენ უკრაინისთვის. ის ხომ თავის შვილებს საომრად არ გააგზავნის. მას ფეხებზე კიდია სიტყვის თავისუფლება მას საკუთარი ტელევიზია აქვს, მაგრამ იტაცებენ ჟურნალისტებს, რომელსაც არ აქვს სხვა მიზანი გარდა იმისა, რომ მოაგროვის და გაავრცელოს ინფორამცია…ჩვენ გვქონდა მაიდანი, გესმით რაზეა საუბარი?! ადამიანი, ჟურნალისტი.

რუს ჟურნალისტებს, რომლებიც რეალურად საინფორმაციო ომს აწარმოებენ უკრაინის წინააღმდეგ თავზე ტომრებს აცმევენ? არ აცმევენ, რადგან პოტოშენკო შეთანხმება მედვეჩუკთან ისტორია იმის შესახებ რომ ვითომ მედვეჩუკი ტყვეებს ათავისუფლებს. ეს არის ისტორია, როდესაც წინ წევენ რაბინოვიჩს, პოროშენკო მოლაპარაკებებს აწარმოებს პუტინთან მედვეჩუკის საშუალებით. პოროშენკო მტერთან გარიგებაზე მიდის, რადგან ყველა ეს ისტორია მხოლოდ მე მიკავშირდება.

ჩემი დაპატიმრება უნდა პუტინს. ეს პუტინის დავალებაა. პოროშენკო ნაბიჯ-ნაბიჯ ასრულებს დავალებას ეს წმინდა წყლის პუტინის თამაშია იმის გარდა, რომ მას ჩემი ეშინია. მე დარწმენებით შემიძლია ვთქვა რომ ის ნადირობს აქ იმ ხალხზე ვინც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ნადირობენ იმ ჟურნალისტზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ეს არის მხოლოდ შეშინებული, მატყუარა ადამინის საქციელია. ეს არის ადამიანის საქციელი რომელიც მტერთან გარიგებაზე წავიდა. პეტია მე შენი არ მეშინია. გააკეთე ის რაც გინდა. მე მაინც წავალ წინ.

ოლიგარქებს მაინც მივიწყვდევ კუთხეში უკრაინის ხალხთან ერთად მაინც გავიმარჯვებ. პუტინის წინააღმდეგაც და ოლიგარქების წინააღმდეგაც და გამყიდველი მატრყუარა ხელისუფლების წინააღმდეგაც. შემდეგ ჯერზე შეიძლება მეც კი მომიყვანონ აქ მაგრამ მე მიხეილ სააკაშვილი ვარ. მე არასოდეს არ ვნებდები. მითუმეტეს მარტყუარა ბარიგების წინაშე. ვიბძოლებ აქ ვარ ჟულიანში. გამოაგზავნეთ თქვენი სპეცრაზმი გააკეთედ ის რაც დილით ჟურნლისტების წინააღმდეგ გააკეთედ. ვერ შემაშინებთ და ვერ გამტეხავთ, თქვენ აუცილებლად დამარცხდებით“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

იტვირთბა....