უკრაინაში ქართველი ჟურნალისტი გაიტაცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს:
“ერთი საათის წინ, საკუთარი სახლიდან, მოიტაცეს ქართველი ჟურნალისტი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი ტელეარხის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქონდა აკრედიტაციაც და ყველა სხვა დოკუმენტი, რომელიც საჭირო არის უკრაინაში ყოფნისთვის. მას ხელბორკილები დაადეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს,” – აღნიშნავს სააკაშვილი.
სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს თამაზ შავშიშვილს გულისხმობს, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ წერდა, რომ „ქართული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს თამაზ შავშიშვილს, რომელიც მისი საქმიანობის გასაშუქებლად უკრაინაში იყო მივლენილი, ბინადრობის უფლება გააუქმეს. “შავშიშვილმა დაუყონებლივ უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, ვინაიდან ”ქვეყნის უსაფრთხოებას” ემუქრება“, – წერდა სააკაშვილი.
Сорок хвилин тому з дому в Києві викрали грузинського журналіста, співробітника одного з найпопулярніших грузинських телеканалів, у нього була акредитація і всі документи для знаходження в Україні. Його закували в наручники, надягли мішок на голову і відвезли в невідомому напрямку.—Сорок минут назад из дома в Киеве похитили грузинского журналиста, сотрудника одного из самых популярных грузинских телеканалов, у него была аккредитация и все документы для нахождения в Украине. Его заковали в наручники, надели мешок на голову и увезли в неизвестном направлении.
Gepostet von Mikheil Saakashvili am Freitag, 17. November 2017