ახალი ამბები მთავარი სპორტი

“ქართველებს გამორჩეული მორკინალები ჰყავთ”: რას ამბობენ უელსელები თამაშის წინ

უელსის ეროვნული ნაკრების დაცვის მწვრთნელმა შონ ედვარდსმა, უელსის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოსთან მოახლივებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ბრიტანელთა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ქართველები 6 ერში მოსახვედრად იბრძვიან და ამ  შეხვედრას მათთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.

შონ ედვარდსი: “უკანასკნელ 10 წელიწადში, მსოფლიო თასს მიღმა, ეს საქართველოსთვის ყველაზე დიდი თამაშია, რადგან ისინი ექვს ერში მოხვედრისთვის იბრძვიან. მათ იციან რამხელა მნიშვნელობა ექნება ჩვენს წინააღმდეგ კარგ თამაშს და ეს ნამდვილად შეუძლიათ.

“ჩვენ ვიცით, რომ ქართველებს გამორჩეული მორკინალები ყავთ,თუმცა ისინი იმაზე უკეთეს რაგბს თამაშობენ, ვიდრე გგონიათ. მეტოქეს სრული პატივისცემით ვეპყრობით და ჩემთვის, როგორც დაცვის მწვრთნელისთვის, მნიშვნელოვანია მათი პირველი მიძალების შეჩერება. მათ ყავთ ძლიერი შერკინება, კარგები არიან დერეფანში, 10 ნომერი კრეატიული გადაწყვეტილებებით გამოირჩევა, ხოლო 12 ნომერი თითქმის ყველა ჯერზე ახერხებს უპირატესობის შექმნას. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“. – განაცხადა უელსის ნაკრების დაცვის მწვრთნელმა.

ედვარდსმა უელსის ნაკრებზეც ისაუბრა: “გეტლანდმა თქვა, რომ წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. რის პრისლენდი, რის პაჩელი, ოუენ უატკინი და ჰალემ ემოსი სასტარტოში უნდა გამოჩნდნენ. ჯონათან დევისი ავსტრალიასთან მატჩში დაშავდა და უელსს ქართველების წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. მას ექვსი თვით უქმობა ემუქრება.

“ჯონი უდიდესი დანაკლისია და მისი ჩანაცვლება ძალიან რთული იქნება. ჩვენ მას უმოკლეს დროში გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ბოლო მსოფლიო თასზე დავამტკიცეთ, რომ ტრავმირებული მოთამაშეების ღირსეულად შეცვლა შეგვიძლია. ვიყავით ყველაზე საშინელ ჯგუფში, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა, გვქონდა ტრავმირებული მოთამაშეების დიდი სია. მორაგბეები მარჯვნივ და მარცხნივ გვემტვრეოდა, თუმცა ამის გადალახვა მოვახერხეთ“ – განაცხადა შონ ედვარდსმა უელსის რაგბის კავშირის ვებგვერდზე.

უელსისა და საქართველოს მატჩი კარდიფში 18 ნოემბერს, გაიმართება.

საქართველოს რაგბის კავშირი

იტვირთბა....