ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აბაშიძე-კარასინის მე-16 შეხვედრა დასრულდა

აბაშიძე-კარასინის რიგით მე-16 შეხვედრა დასრულდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სატრანსპორტო საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, 2017 წელს, გასულ წლებთან შედარებით, გარკვეული დინამიკა ვაჭრობის მიმართულებით შეინიშნება, ასევე გაზრდილია სატრანსპორტო გადაზიდვები როგორც საავიაციო, ისე სახმელეთო გზით.

„აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოში შემოსული რუსი ტურისტების რაოდენობა წლის ბოლომდე ერთ მილიონს გადააჭარბებს“, – ამბობს ზურაბ აბაშიძე.

აბაშიძის ინფორმაციით, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს.

მისივე განცხადებით, პრაღის ფორმატის შედეგებია, რომ საქართველოს რვა მოქალაქე რომელთაც მძიმე ბრალდებები ჰქონდათ წარდგენილი, ქართულ მხარეს გადმოეცა.

პრემიერის თქმით, ამჟამად რამდენიმე პირი პატიმრობაში რჩება და მოლაპარაკებები მათ შესახებაც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატით ბოლო შეხვედრა პრაღაში 7 ივლისს გაიმართა. 2011 წელს გაფორმებული საბაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხის გარდა, შეხვედრაზე საქარველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხიც დააყენა.

იტვირთბა....